სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების წინააღმდეგ ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლება მათ აქციებზე აგენტებს გზავნის.
მათი თქმით, აგენტები აქციის მონაწილეების დეზინფორმაციას ცდილობენ და ფოტო/ვიდეო გადაღებას აწარმოებენ.
არასამთავრობორ ორგანიზია „არას“ ხელმძღვანელმა ლევან ჩიტაძემ აქციის ორგანიზატორებს ერთ ერთი აგენტის ფოტოც უჩვენა, რომელსაც „მერაბიშვილის თვალი აწერია“.
ჩიტაძის თქმით, სტუდენტები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროსაკენ მოემართებიან, მსვლელობით ფილარმონიისაკენ გადმოინაცვლებენ.