იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ როგორც ხიზანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ რამდენიმე წუთი ისაუბრეს, სადაც მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა და სთხოვა, რომ როგორმე გაათავისუფლონ საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი, სიმართლეს არ შეესაბამება.
„აქციის მიმდინარეობის ადგილთან ახლოს პატრულის თანამშრომლები არიან მობილიზებული იმისთვის, რათა გამოირიცხოს ყველანაირი პროვოკაცია ან დაძაბულობა. რასაც ვუყურებ, აქცია მშვიდად მიმდინარეობს და მე უბრალოდ ვთხოვე მათ, რომ გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი", - აღნიშნა ხიზანიშვილმა.