საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას არავის გათიშვა არ უნდა. ამის შესახებ მან დღეს გურჯაანში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია არ ითამაშონ ისეთი თემით თამაში, რომელიც ქვეყანას ხვალ და ზეგ უკან შემომოუბრუნდება.
„მოდით, ყველა ერთად დავდგეთ და ვთქვათ, რომ არასდროს დაბრუნდება ორგანიზებული დანაშაული! კრიმინალები, რომლებიც ატერორებდნენ ჩვენს ხალხს, აღარ ივლიან ქუჩაში თავისუფლად. აღარ დაბრუნდებიან კანონიერი ქურდები, რომ კორუმპირებული პოლიციელები არ დაბრუნდებიან უკან და არ ჩაიგდებენ ხელში მასობრივად სისტემას, რომ რეკეტი აღარ დაბრუნდება, ამაზე მოვილაპარაკოთ!“ -განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის განცხადებითვე, ზოგიერთებს უნდოდა ქართული საზოგადოება შოკში ჩაეგდოთ, თუმცა აღნიშნა, რომ ეს გეგმები მათ უფრო ადრე აღმოაჩინეს.
„ჩვენ უფრო ადრე აღმოვაჩინეთ ეს გეგმები და გამოვაჩინეთ ხალხი, ვინც ამ სიბინძურეს აკეთებდა. ცოტა ადრე მოუვიდათ. მათ არა მარტო მთავრობის ჩაყენება უნდოდათ ჩოქბჯენში, არამედ მთელი საზოგადოების. მათი ილეთი უკან შეუბრუნდებათ და ჩვენ სუფთაზე დავდებთ, ბეჭებზე", - დასძინა სააკაშვილმა.