საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, წელს საქართველოს ისტორიაში ყველაზე კარგი რთველი ჩატარდა.
ამის შესახებ მან გურჯაანში, „ნაციონალური მოძრაობის’’ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, წელს ისინი ყველაზე მომზადებული იყვნენ და შესაბამისად ყველაზე კარგი ყურძენი ამიტომაც მივიღეთ.
„2012 წლის ღვინო ყველაზე კარგი ხარისხისაა და ისმევა. ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით და ყოველი მომდევნო წელიწადი იქნება არანაკლები, ვიდრე შემდეგი და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ქართული სოფელი დადგეს ფეხზე", - განაცხადა მერაბიშვილმა.
დღესვე მერაბიშვილი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 2013 წლის მაისში ყველა სოფელში იქნება უფასო ინტერნეტი და უახლოეს წლებში, ყველა მოქალაქე იქნება დაზღვეული.