პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე კანონდარღევებზე, კოალიციის წევრებისა და მხარდამჭერების ზეწოლასა და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ფაქტებზე ისაუბრა.
ფანჯიკიძის განცხადებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში დაკავებულია 20 ადამიანი და აქვე აღნიშნა, რომ ეს ბოლო სამი დღე შსს-ს ახალი მინისტრის, ეკა ზღულაძის მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება.
ფანჯიკიძის განცხადებით, კონკრეტულად 23 სექტემბერს, ვანში სერიოზული დანაშაული მოხდა, რომელშიც თანამდებობის სხვა პირებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა ლეჟავა მონაწილეობდა.
„ვანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის გოდერძი ტყეშელაშვილის მეგობარი, მამუკა შარაშენიძე ვანიდან თბილისში ბრუნდებოდა. გზად დაინახა გოდერძი ტყეშელაშვილი და გააჩერა მანქანა, რათა მისალმებოდა. მას შემდეგ, რაც გოდერძი ტყეშელაშვილს დაშორდა და თბილისისაკენ განაგრძო გზა, ვიღაცამ დაურეკა და იგი უკანვე დაბრუნდა, სადაც „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაატა ლეჟავას ოფისში შევიდა და მიესალმა მას. ამ დროს ოთახში შემოვიდა 15-მდე ადამიანი და მას ცემა დაუწყეს. მამუკა შარაშენიძე მძიმე დაზიანებებით გუშინ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული დანაშაული „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მოხდა მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის უშუალო თანდასწრებით. ცემაში მონაწილეობდა ვანის საკრებულოს თავმჯდომარე, ვანის გამგებელი და ვანის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი.
„შესაბამისად პაატა ლეჟავა დანაშაულის უშუალო თანამონაწილეა. კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისა და შს ახალი მინისტრისგან, მოხდეს ამის გამოძიება. დაისაჯოს ყველა დამნაშავე, მათ შორის პაატა ლეჟავამაც აგოს პასუხი კანონის წინაშე“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
კოალიციის პრესსპიკერის განცხადებით, ინციდენტი მოხდა გორის რაიონის სოფელ დიცში. ფანჯიკიძის თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს ზაქარია ბატიტაძეს, თავს დაესხა 12 ზონდერი, რომლებიც 10 ავტომობილით მოძრაობდნენ.
მისი თქმით, ისინი შევიდნენ დიდცის ცენტრში მდებარე ბატიტაძის კუთვნილ მაღაზიაში, დაარბიეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გამყიდველ გოგონას თამარ მძინარაშვილს, ბატიტაძე კი სცემეს.
„მიღებული ინფორმაციით, ზონდერები ჩამოსულნი არიან კოდის და წეროვანის დასახლებებიდან. ერთ-ერთი მათგანის მანქანის ნომერია OAE-099Ю ლურჯი ფერის BMW“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
კოალიციის პრესსპიკერის განცხადებითვე, გუშინ „ქართული ოცნების“ გარდაბნის რაიონის შტაბის მოადგილეს, ბუბა დვალს სადარბაზოში დახვდნენ და სახეში მჟავა შეასხეს. ფანჯიკიძის თქმით, ის მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და ღამის 3:00 საათზე ოპერაცია ჩაუტარდა.
მისი განცხადებით, უკვე დღეს დილით ლესელიძის ქუჩაზე „ქართული ოცნების“ კრწანისის საარჩევნო შტაბის უფროსი, ოთარ ბალანჩივაძე დააკავეს.
„იგი მანქანით მიდიოდა ლესელიძეზე, როდესაც შეამჩნია, რომ ადამიანთა ჯგუფი „ქართული ოცნების“ საარჩევნო პლაკატებს ხევდა. მან გააჩერა ავტომობილი და მიუთითა მათ, რომ პლაკატები არ ჩამოეხიათ. ამის შემდეგ ეს ადამიანები ეცენ ბალანჩივაძეს და დააკავეს. აღმოჩნდა, რომ პლაკატების ჩამოხევით პოლიციელები იყვნენ დაკავებულები“,- განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ეს საარჩევნო კანონმდებლობისა და კონსტიტუციის დარღვევაა.
კოალიციის პრესსპიკერის განცხადებით, ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები 21 წლის გიორგი ქვრივიშვილი, 22 წლის ვახტანგ ხუციშვილი, 26 წლის ლევან სამხარაძე და 22 წლის მაია თაბუაშვილი ბრუნდებოდნენ სახლში - სოფელ ხანდარში. ამ დროს ქალაქის ცენტრში პროვოკაცია მოუწყვეს. ფანჯიკიძის თქმით, მათ შემოახიეს მაისურები და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ფანჯიკიძის განმარტებით, თავდამსხმელებს შორის ერთ ერთი ამოცნობილი იქნა. ის სოფელ კავთისხევის მკვიდრი მინდია აფციაურია, რომელიც