პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, კოალიცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა არაადამიანური მოპყრობის შესახებ კადრების დამზადება-გავრცელებას კატეგორიულად ემიჯნება.
ფანჯიკიძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან შეინიშნება ტენდენცია იმისა, რომ დანაშაულის გამჟღავნების ორი მხარე დაახლოებით ერთ სიბრტყეზე დადგეს, რომელიც ეხება ერთის მხრივ, მთავარ დანაშაულის ჩადენას და მეორეს მხრივ, ამ დანაშაულის გამომზეურების მეთოდიკას.
„კოალიცია „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს და არ აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, თუ ციხის ყოფილი თანამშრომელი როდის გამოქვეყნებდა ამ ჩანაწერებს. „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ამ ჩანაწერებთან, მათ დამზადება-გავრცელებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თან ერთ-ერთი ჩანაწერი 2011 წლის მაისით თარიღდება და მაშინ, კოალიცია არ არსებობდა. ბიძინა ივანიშვილი კი არ იყო პოლიტიკაში“, - განაცხადა ფაჯიკიძემ.