"ორშაბათს, 3 სთ-ზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ვიკრიბებით ყველა უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი“-ავრცელებს ვიდეომიმართვას ლაბორატორია 1918.
„ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ გამოვხატოთ სოლიდარობა რეჟიმისაგან რეპრესირებული ყველა ადამიანის მიმართ. შევქმნათ პრეცენდენტი ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც ექნება რეალური ბერკეტები აკონტროლოს ნებისმიერი ხელისუფლება. ყოველთვის და უპირისპირდეს სისტემურ ძალადობასა და სოციალურ უსამართლობას.
ჩვენ ვემიჯნებით ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ მცდელობებს გამოიყენონ სტუდენტური პროტესტი ძალაუფლების შენარჩუნების ან მოპოვების მიზნით.
დაუშვებლად მიგვაჩნია პოლიტიკურ სივრცეში რელიგიური და ნაციონალური გრძნობებით მანიპულირება.
ყველა უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი საკუთარ თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას უზრუნველვყოთ არსებული სიტუაციისთვის ჯანსაღი სამოქალაქო ბიძგის მიცემა.
სისტემა უნდა დაინგრეს!“- ნათქვამია ვიდეომიმართვაში.