"ხელისუფლება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ფალსიფიცირებული კომპრომატების გამოქვეყნებას აპირებს. ამის შესახებ სუბარმა გუშინ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მისი წარმოდგენა სავარაუდოდ, 25 სექტემბრისთვის მოხდება.
პრესკონფერეციაზე მან ჟურნალისტებს კონკრეტულად ის შესაძლო კომპრომატები წარუდგინა, რომელიც მას ხელთ ჰქონდა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი შეგზავნილი აგენტების მიერ პროვოკაციის სახით განხორცილედება.
„კარგად ვიცით, რომ ხალხს არ სჯერა ამ შეთხზული ზღაპრების, თუმცა მაინც უნდა ვთქვა რამდენიმე გეგმის შესახებ. ერთ-ერთის შესახებ 2 დღის წინ ვისაუბრეთ, რომ ბაჩო ახლაიამ თბილისში 20-მდე ბინა იყიდა და ამ ბინებში იარაღები შეზიდეს, თითქოსდა, “ქართული ოცნება’’ აპირებს არეულობის მოწყობას, ამის ინსცენირება გააკეთონ. სამი დღის წინ ასევე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ კუდ-ს აქვს დავალებული, რომ ყველა თავისი აგენტი გააფრთხილოს, ასევე ამ საქმეში ჩართეს პრობაციონერები და ე.წ. არქივის აგენტები (საბჭოთა პერიოდის სუკ-ის აგენტები, რომლებიც ჩამოწერილები არიან), დაიბარეს და დაემუქრნენ, რომ მათ დოსიეებს გამოაქვეყნებენ, თუ დავალებებს არ შეასრულებენ. დავალება ისაა, რომ ამ ადამიანებმა რამენაირად უნდა შემოაღწიონ ჩვენს რიგებში და შემდეგ გააკეთონ ფარული ჩანაწერები, როგორ სთავაზობენ ფულს ვიღაცას. წინასწარ ვაცხადებ, რომ ყველა ეს შემთხვევა, რაც კი იქნება გამოქვეყნებული, არის შემოგზავნილი აგენტების მიერ პროვოცირებული“, - განაცხადა სუბარმა და აღნიშნა, რომ მას აქვს სხვა ინფორმაციებიც, რომელსაც დაზუსტების გარეშე არ გაამხელს.