დღეს, ბერლინში საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციას მხარდაჭერას გერმანიაში მცხოვრები ქართველებიც შეუერთდებიან, ისინი პროტესტის გამოხატვას გერმანიაში საქართველოს საელჩოს წინ აპირებენ. ამ განცხადებას სოციალური ქსელის საკუთრ ვებგვერდზე ბიძინა ივანიშვილი ავრცელებს.
„დღეს 17:00 - ზე ვიკრიბებით ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ, რათა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ. ბერლინსა და ახლომდებარე ქალაქში მცხოვრებთ, ვთხოვთ შემოგვიერთდნენ“,-ნათქვამია განცხადებაში.