ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ჰოლივუდის ცნობილი მსახიობის, ჯენიფერ ენისტონის შოკისმომგვრელი ვიდეო, რომელიც ფარული კამერით არის ჩაწერილი. ვიდეოზე ნათლად ჩანს, როგორც ჯენიფერის მომრგვალებული მუცელი, ასევე მისი ორი ვაჟიც.
სენსაციური ვიდეოს დასაწყისში, ჯენიფერი ავტოფარეხშია, ის საჭესთან ჯდება თუ არა, მთელი სისწრაფით ეჯახება ავტოფარეხის კარს, თუმცა შესაშურ სიმშვიდეს ინარჩუნებს და სახლში ფეხით მიდის.
ყველაზე საინტერესო მაშინ იწყება, როდესაც მსახიობი სამზარეულოში შედის, ის იღებს სასმელი წყლის დიდ ბოთლს და მოუთმენლად სვამს, შემდეგ კამერისკენ ზურგით ტრიალდება თეთრ მაისურს იწევს და იხსნის სპეციალურ ფართო ქამარს, ბრუნდება და კადრში მის მომრგვალებულ მუცელს ვხედავთ. ვიგებთ, რომ ის დიდი ხნის ორსულია.
ენისტონის გულშემატკივართა შოკი აქ არ სრულდება. კადრში ჩანს ორი ადამიანი, რომელიც ჯენიფერს აუზს ბოთლებიდან, სასმელი წყლით უვსებენ. მსახიობი ამ პროცესს მკაცრად აკონტროლებს, ამ დროს კადრში ჩნდება ბიჭი, რომელიც ჯენიფერის უფროსი ვაჟი აღმჩნდება. ის, დედას ბანაობის ნებართვას სთხოვს, მსახიობის გეგმებში კი, როგორც ჩანს, ეს სულაც არ შედის. იგი შვილს უარს ეუბნება, ამ დროს მისი უმცროსი შვილი გამოდის, რომელსაც თამაში უნდა.
ჯენიფერი ორივეს ერთად ისტუმრებს და ჰპირდება რომ აუცილებლად ითამაშებს მათთან. ყველაფერი აქ არ მთავრდება, რადგან მაყურებელს მსახიობის ფარული ჩანაწერი კიდევ ერთ შოკს უმზადებს, ეს არის თმის პარიკი. ძილის წინ ორსული ჯენიფერი აბაზანაში კბილებს იხეხავს და სარკის წინ მუცელს ეთამაშება. შემდეგ იხსნის ქერა პარიკს და აღმოჩნდება, რომ მის ქვეში, უხეში, შავი და ხუჭუჭა თმა იმალება. სწორედ ამ დროს შეამჩნევს მსახიობი ოთახში დამონტაჟებულ კამერას.
საბოლოო ჯამში, აღმოჩნდება, რომ ეს ვიდეო არის სასმელი წყლის „Smartwater”-ის რეკლამა და მსახიობი ჩვეულ ამპლუაში, მორიგ კომედიურ როლს განასახიერებს. ვიდეო ეფექტური აღმოჩნდა, რადგან ის უკვე ასეულობით ათასმა ადამიანმა ნახა და უმრავლესობამ დადებითად შეაფასა.