თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაკავებული თანამშრომლების პროცესი უკვე დასრულდა, სასამართლომ დაკავებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით თერთმეტივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
პროცესზე 6 დაკავებულს - ლევან ფურცხვანიძეს, ოლეგ ფაცაციას, გელა ცომაიას, რომან ფხალაძეს, ბორის ფარულავას და კახა ჩიკვიტაძეს ბრალი წამების მუხლით წაეყენა, ხუთ დაკავებულს კი - გაგა მკურნალიძეს, დავით ხუჭუას, ვიქტორ ყაჭეიშვილს, გიორგი კურცხალიას და მანუჩარ ლომთაძეს პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდება წარედგინა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 8 ნოემბერს გაიმართება.
გამოძიების შედეგად ასევე დაადგინა, რომ გლდანის მე-8 საპყრობილეში მოქმედებდა რამდენიმე ორგანიზებული ჯგუფი, რომლებიც პატიმართა უფლებებს არღვევდნენ და ადგილი ჰქონდა წამების ფაქტებს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სხვა დამნაშავე პირების გამოსავლენად გამოძიება გრძელდება.