„ჩვენ ციხეებში პოლიციის შეშვება შევარდნაძის ხანაში გვაბრუნებს“, - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ერთ ერთი ლიდერისა და „ქართული ოცნების“ წაარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა დღეს For.ge -ს პრესკლუბში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი განმარტებით, შევარდნაძის პერიოდში ციხეები შსს-ს ექვემდებარებოდა. ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ ჩატარებული რეფორმის შედეგად კი შსს-ს გამოეყო პენიტენციალური სისტემა და ის იუსტიციის სამინსიტროს დაექვემდებარა. წულკიანი აცხადებს, რომ ეს დამოუკიდებლობის შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ერთ ერთი მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და აღნიშნა, რომ დღეს „სააკაშვილისეული“ მეთოდებით შევარდნაძის პერიოდში დაბრუნება სრულიად დაუშებელია.
„ეს ყველანაირი ევროპული სტანდარტების და შიდა კანონმდებლობის დარღვევაა და სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. თუ ჩვენ გვინდა დასავლური ტიპის ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ, არ შეიძლება ციხეები პოლიციას ექვემდებარებოდეს“, - განაცხადა მან.
გარდა ამისა, წულუკიანი აცხადებს, რომ სანამ სააკაშვილი პოლიციას ციხეებში შეუშვებდა, მედიასაშუალებებით გავრცელებული „ამაზრზენი“ კადრებითაც ნათლად გამოჩნდა, რომ სააკაშვილი იმაზე უარეს ხანაში გვაცხოვრებდა და აცხოვრებს დღეს პატიმრებს, ვიდრე ეს შევარდნაძის დროს იყო.
„დღეს შეიკრა დანაშაულთა ბანდა, რომელსაც ხელს ორი მინისტრი - ხათუნა კალმახელიძე და ბაჩო ახალაია აფარებს. შესაბამისად ციხეებში მეფობს შევარდნაძეზე უარესი ხანა და ეხლა, როცა ციხეებში პოლიციაა შევუშვით დავბრუნდით შევარდნაძის ხანაში. ასე, რომ ვინ ამყოფებს და აბრუნებს ქვეყანას წარსულში და შევარდნაძის ეპოქაში ეს კარგად ჩანს: ეს არის მიხეილ სააკაშვილი და ის საშიში დამნაშავე, რომელსაც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ქვია“, - დასძინა მან.