პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ახალგაზრდა ხელოვანები, კონკრეტულად კი, ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავეები შეუერთდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას, კოალიციის ლიდერის facebook -ის ოფოციალური გვერდი ავრცელებს.
„სუხიშვილების“ მოცეკვავეები: რომეო ყუბანეიშვილი, დავით საკანელიძე, გიორგი დაუშვილი, ბექა გელაშვილი და გიორგი მაისურაძე „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებენ და მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია არ უტოვებს გზას ხელოვანებს განერიდონ პოლიტიკურ პროცესებს.
ახალგაზრდების თქმით, დროა ხელოვანებმაც გამოხატოს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში ხდება და არ მისცენ საშუალება ხელისუფლებას მათი შემოქმედება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამოიყენონ.
კოალიციის პრეს-სპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მათ გამოთქვეს პროტესტი იმის გამო, რაც ქვეყანაში ხდება.
„ისინი აქ საუბრობდნენ არა როგორც ხელოვანები არამედ, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ვფიქრობ მათი პოზიცია ძალიან დასაფასებელია“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.