"თავისუფალი დემოკრატების“ ერთ ერთი ლიდერი,, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თეა წულუკიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ განხორციელებულ ძალადობის შესახებ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს დუმილს აპროტეტსებს.
ამის შესახებ წულუკიანმა დღეს For.ge -ს პრესკლუბში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ევროსაბჭო ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციაა, ამიტომ ის აუცილებლად მიიჩნევს აღნიშნულ მოვლენებზე რეაგირება დღესვე იქონიოს და სათანადოდ შეაფასოს პროცესები.
„მე ვაპირებ, დღესვე მივმართო კატარინა ბოლონეზას, რომელიც გაუგებარია თბილისში რით არის დაკავებული, ის არის ევროსაბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი და ვალდებულია აღნიშნულ მოვლენებზე რეაქცია გამოხატოს და სათანადოდ შეაფასოს“, - დასძინა მან.