კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის გოგი ქავთარაძის განცხადებით, ჩვენთვის არ არის მთავარი, რომ კალმახელიძეებისა და ახალაიების გადადგომა მოვითხოვოთ, „ძაღლის თავი იმაშია ჩამარხული“, რომ მარტო მათი ბრალი არ არის, რაც დღეს საქართველში ხდება.
„ეს ხელისუფლება პირველ ოქტომბერს უნდა დამთავრდეს. ცოტაც მოვითმინოთ და ეს რეჟიმიც დამარცხდება. ჩვენ არავისთან დებატები არ გვიდა, რადგან დამნაშავე ხელისუფლება გვყავს. მივმართავ ძალოსნებს, სახელმწიფო მოხელეებს-მათ საკუთარი ღირსების შენარჩუნების შანსი გააჩნიათ და თამამად გადადგან ეს ნაბიჯი. ასეთი რამ უნდა დამთავრდეს და მას წერტილი უნდა დაესვას. ეს არა მარტო ჩვენმა გუნდმა, არამედ მთელმა ხალხმა და საზოგადოებამ უნდა თქვას“,-ეს განცხადება გოგი ქავთარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ზესტაფონში გააკეთა.