რადიო „ობიექტივის“ ხელმძღვანელის ირმა ინაშვილის და „ფრანს დე პრესის“ ჟურნალისტის გიორგი ფოფხაძის განცხადებით, რომელთა დახმარებითაც გავრცელდა გლდანის #8 საპყრობილეში პატიმართა წამების კადრები, აცხადებენ, რომ ეს კადრები ყოფილი შს მინისტრის და ამჟამინდელი პრემიერის ვანო მერაბიშვილისგან მიიღეს. კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატის თინა ხიდაშელის განცხადებით, ამჟამად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომელი მაღალჩინოსანი გადაწყვეტს ვირთხასავით გემიდან გაქცევას, ყველა ძალოვანს პასუხისმგებლობა ეკისრება.
„არ მაინტერესებს ხელისუფლებაში ვინ ვის ებრძვის, დათა ახალაია ვისი მეგობარია და ვანო მერაბიშვილი ვისი, ამათ ყველას ერთი სახელი და გვარი აქვთ - მათ მიშა სააკაშვილი ჰქვიათ და ამ ბოროტების მანქანის შემოქმედნი, თანამონაწილენი და დანაშაულის გამზიარებელნი არიან. არ აქვს არანაირი მნიშვნელობა რომელი მაღალჩინოსანი გადაწყვეტს გემიდან ვირთხასავით გაქცევას. მთავარია, რომ საზოგადოებამ საკუთარი თავლით ნახა ის, რაზეც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით და რასაც არ იჯერებდნენ. როგორც ჩანს, ეს საშინელება იყო საჭირო იმისთვის, რომ ტელევიზიით ეჩვენებინათ ეს კადრები, იმისთვის რომ ხალხი შეძრწუნებულიყო. არ აქვს მნიშვნელობა იმას, ვისზეა ვანო მერაბიშვილი გაბრაზებული და ვისთან ანგარიშსწორებას აპირებს. ეს ისეთი ტიპის დანაშაულია,რაზეც ძალოვნებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ და მათ შორის ვანო მერაბიშვილსაც“,-აცხადებს ხიდაშელი.
ვანო მერაბიშვილის მიერ „ობიექტივისთვის“ მიწოდებული ციხეებში პატიმართა წამების გადაღებული კადრები 2010 და 2011 წლებითაცაა დათარიღებული, თინა ხიდაშელის აზრით, როგორც ჩანს ახალაიას ჯერ კიდევ მაშინ ჰყავდა მტრები, რომლებიც მასტან ანგარიშსწორებას ცდილობდნენ.“ მთელი ამ რვა წლის განმავლობაში, რაც ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტმენტში მივიდა, ნორმად და წესად იქცა. შესაძლებელია მას მტრები ჰყავდა, რომელიც ამ ფატებს მის წინააღმდეგ იყენებდნენ“,-აცხადებს ხიდაშელი.