პატიმართა სასტიკი ცემისა და შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეომასალების გავრცელებას, განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია facebook -ის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. ნოდია გლდანის #8 საპყრობილეში მომხდარ ფაქტებზე პასუხისმგებლობას მთლიანად მთავრობას და პირადად პრეზიდენტს აკისრებს.
ნოდიას თქმით, მდგომარეობა ტრაგიკულია.
„მომხდარის გამო პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება მხოლოდ ერთ ან ორ მინისტრს, პასუხისმგებელია მთავრობა და პირადად პრეზიდენტი. ნორმალურ ვითარებაში, ასეთი რამის შემდეგ მთლიანად მთავრობა უნდა იცვლებოდეს“, - აცხადებს ნოდია.
მისივე აზრით, ტრაგიკული ელემენტი ისაა, რომ ალტერნატივად „ბიძინა და „ოცნება“ გყავს“.