საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვა facebook - ის ერთ-ერთ არაოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, რომელიც ოფიციალურ განცხადებას არ წარმოადგენს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის სახელით, სოციალურ ქსელებში უამრავი არაოფიციალური გვერდი არის შექმნილი. ერთ-ერთ მათგანზე გავრცელდა „პრემიერ-მინისტრის მიმართვა“, რომელიც არ წარმოადგენს ოფიციალურ განცხადებას“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის აპარატის განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პრემიერ–მინისტრის განცხადებები და მიმართვები შესაძლეელია მხოლოდ ორ ოფიციალურ გვერდზე ვიხილოთ: ttps://www.facebook.com/Merabishvili.vano https://www.facebook.com/GeorgianGovernment