Euronews-ის განცხადებით, იაპონია ატომურ ენერგიაზე უარს 2030 წლისთვის იტყვის. ყველა ატომური ელექტროსადგური, რომელიც ავარიის შემდეგ ამუშავდა, ამ დროისთვის შეწყვეტს ფუნქციონირებას, ახალი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა კი აღარ გაგრძელდება.
ამჟამად იაპონურ ატომურ ელეტროსადგურებს ქვეყნის მხოლოდ 3%-ის დენით უზრუნველყოფა შეუძლიათ.
„ფუკუსიმას“ ავარიამდე ქვეყანაში ატომური ელექტროსადგურების 53%-მდე გაზრდა იგეგმებოდა, თუმცა ავარიის შემდეგ იაპონიის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალა.