თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
სტუდენტები მოითხოვენ - დაიშალოს რეგენტთა საბჭო, დაბრუნდნენ უნივერსიტეტში სამსახურიდან გათავისუფლებული ლექტორები, სტუდენტებს მიეცეთ საგნების არჩევის საშუალება, გადადგეს თანამდებობიდან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ანდრო ბარნოვი.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამასთან, მათ უკვე ჰქონდათ შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსთან, თუმცა რაიმე კონკრეტული შედეგი მიღწეული არ არის.
"ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ ვერ ვირჩევთ საგნებს. ასევე გაუგებარია, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო ათავისუფლებენ ისეთ ლექტორს, როგორიც ლელა გაფრინდაშვილია და მოჰყავთ ანდრო ბარნოვი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდება", - აცხადებენ სტუდენტები და ააღნიშნავენ, რომ თუ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, აქციებს არ შეწყვიტავენ.
სტუდენტები ერთ-ერთ აუდიტორიაში არიან შეკრებილი, ხოლო დერეფანში მობილიზებულია პოლიცია.