ლონდონის, ერთ-ერთი, პრესტიჟული რაიონის სახლის სახურავზე მეტად კომფორტული კინოთეატრი მოეწყო, სადაც იმართება ჩვეულებრივი კინოსეანსები, არაჩვეულებრივ გარემოში. ღია კინოთეატრში მაყურებლებს, თბილი ბასეინი ელოდებათ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ფილმს ბასეინში ჩაწოლილმა უყუროს.
„ყოველთვის მინდოდა ფილმისთვის ბუნებრივ და კომფორტულ გარემოში მეყურებინა. რა ჯობია, როდესაც ცხელ აბაზანაში წევხარ და თან სასიამოვნო ფილმს უყურებ. ადრე საკუთარ სახლში, ბაღში მქონდა დამონტაჟებული კინოთეატრი და ფანჯრებს, რომ გამოვაღებდი ფილმის ყურება ყველა ოთახიდან შემეძლო. იდეაც მაშინ დამებადა“-ამბობს პროექტის ავტორი აშერ შერმენი.
ყოველი კინოსეანსი „მომავლის კინოთეატრში“ მისული მაყურებლისთვის ნამდვილი ზეიმია, აქ ხშირად იკრიბებიან, მეგობრები, რომლებიც შამპანიურსა და ლუდს ბასეინში მიირთმევენ, უყურებენ სასურველ ფილმს დიდ ეკრანზე და დროს შესანიშნავად ატარებენ.