"დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ზუსტად იმ არჩევანს გააკეთებს, რაც ემსახურება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელებას”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტად მყოფ ნატო-ს გენერალურ მდივანთან , ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა გახდება ნატო-ს წევრი, რეფორმები გაგრძელდება და თავისუფლებისთვის ბრძოლაც გაგრძელდება.
როგორც სააკაშვილი აცხადებს, საქართველო ეხლა ატარებს ყველაზე თავისუფალ, ყველაზე გამჭვირვალე, ყველაზე ბევრდამკვირვებლიან არჩევნებს საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობის შემდეგ და აღნიშნა, რომ ამას მომავალშიც გააგრძელებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ზუსტად იმ არჩევანს გააკეთებს, რაც ემსახურება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელებას, ჩვენი თავისუფლების განმტკიცებას, უცხო ძალების ხელის ფათურის არ დაშვებას საქართველოს შიდა პოლიტიკაში და საქართველოს არჩევნის განსაზღვრაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქვეყანა გააგრძელებს სვლას თავისუფლების გზით, უფრო წარმატებული, უფრო მდიდარი საქართველოსკენ, სადაც თითოეული ქართული ოჯახი იგრძნობს სარგებელს და ვერავინ ვერ დააბრუნებს კორუფციას და კრიმინალს.
„ჩვენი კონტაქტები ნატო-სთან არის ძალიან მნიშვნელოვანი", – დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.