„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ივანიშვილის მიერ რუსეთში ქონების გაყიდვის პროცესი დასრულდა

„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ივანიშვილის მიერ რუსეთში ქონების გაყიდვის პროცესი დასრულდა

რუსული მედიასაშუალება „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ქართველმა ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა, ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში თავისი აქტივების გაყიდვის პროცესი დაასრულა. ამის შესახებ ის  კომპანია „უნიკორზე“ დაყრდნობით აცხადებს.

მედიასაშუალება იუწყება, რომ აგროსამრეწველო კორპორაცია "Стойленская нива“-ს ამერიკული საინვესტიციო ფონდი Arco International Group ყიდულობს. მხარეები გაყიდვასთან დაკავშირებული პროცესის დასრულებას უახლოესი ორი თვის განმავლობაში ვარაუდობენ.

გარიგების თანხა კი 180 მლნ ამერიკული დოლარს შეადგენს.

რუსეთში დარჩენილი მისი ბოლო ქონების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია დღეს ბიძინა ივანიშვილმაც დაადასტურა.