კაილი მინოუგი აანონსებს ახალ ალბომს, რომელსაც მისი გულშემატკივრები სულ მალე იხილავენ. როგორც ცნობილი გახდა, მომღერალი ალბომს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ლეგენდარულ Abbey Road Studios-ში წერს.
ალბომში ძველი და ახალი ჰიტები შევა, თუმცა ყოველი მათგანი სიმფონიური მანერებით იქნება ჩაწერილი, მაგალითად კაილის მეგაჰიტი Where The Wild Roses Grow, რომელსაც ადრე ნიკ ქეივთან ერთად ასრულებდა.
ალბომის პრეზენტაცია მის გამოსვლამდე ნახევარი თვით ადრე, 8 სექტემბერს, ლონდონში გაიმართება, სადაც მსმენელის წინაშე კაილი სიმმფონიურ ორკესტრის თანხლებით წარსდგება.
ახალი ალბომი „Where The Wild Roses Grow“ გაყიდვაში 29 ოქტომბრიდან გამოვა, მისი „თრექლისტი“ შემდეგნაირად გამოიყურება: «All The Lovers»,«On A Night Like This», «Better The Devil You Know», «Hand On Your Heart»,«I Believe In You», «Come Into My World», «Finer Feelings», «Confide In Me», «Slow», «The Locomotion», «Can»t Get You Out Of My Head», «Where The Wild Roses Grow», «Flower», «I Should Be So Lucky», «Love At First Sight», «Never Too Late».
ავსტრალიელი მომღერალი კაილი მინოუგი მისი მოღვაწეობის 25 წლის იუბილისთვის აქტიურად ემზადება.
ავსტრალიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი - კაილი მინოუგი 1968 წლის 28 მაისს მელბურნში, ავსტრალიაში დაიბადა. კაილი გრემის ჯილდოს მფლობელია. ის 11 წლის ასაკიდან მონაწილეობდა სატელევიზიო საპნის ოპერებში. განსაკუთრებულ წარმატებას 1980-იან წლებში მიაღწია, როცა ითამაშა ავსტრალიურ ტელესერიალში „მეზობლები“ და პარალელურად, პოპ შემსულებლადაც ჩამოყალიბდა. უორნერ მიუზიკ ავსტრალიაზე დაყრდნობით, მონოუგს მსოფლიო მასშტაბით 40 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.
კაილი ყოველთვის დიდი პოპულიარობით სარგებლობდა თანამდროვეობაში. მომღერალს ცხოვრებაში უამრავი ტკივილის გადაიტანა მოუწია. ყველაზე ძლიერი კი, მისგან დამარცხებული სენი იყო. 2005 წელს მომღერალს მკერდის სიმსივნე დაუდგინეს, მაშინ 43 წლის ვარსკვლავი დროული დიაგნოსტიკისა და წარმატებული ოპერაციის წყალობით საბოლოოდ განიკურნა. მკერდის კიბოს დამარცხებით კაილი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა და სამეცნიერო ხარისხი ისე მიიღო, რომ უნივერსიტეტიც კი არ დაუმთავრებია.
სახელგანთქმულმა ბრიტანულმა უნივერსიტეტმა Anglia Ruskin-მა მას ვალეოლოგიის დოქტორის ხარისხი მიანიჭა. ამიერიდან სრული უფლება აქვს, საკუთარ თავს დოქტორი მინოუგი უწოდოს და ხელიც ასევე მოაწეროს. ვარსკვლავს ასეთი საპატიო ტიტული სარძევე ჯირკვლის სიმსივნესთან ბრძოლაში შეტანილი დიდი წვლილისთვის მიანიჭეს.
მას შემდეგ მომღერალი სცენას აქტიურად არ დაბრუნებია და უფრო დიდ დროს საქველმოქმედო საქმიანობას უთმობდა, კაილი სპეციალურ პროგრამებში ჩაერთო და მკერდის სიმსივნის პროფილაქტის პროპაგანდას შეუდგა.