ზურაბ აბაშიძე ლილოში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

ზურაბ აბაშიძე ლილოში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრას. ის ამჯერად დიდი ლილოს დასახლებაში დევნილებს შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატი ცინდელიანების 9 სულიან ოჯახში იმყოფებოდა,სადაც ექვსი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.

„აქ მცხოვრები დევნილები უკიდურეს გაჭირვებაში არიან და ამას ისიც ემატება,რომ უკვე 3 წელია არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, ასევე არ ღებულობენ დახმარებას“, - განაცხადა აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძემ მათი პრობლემები მოისმინა და დეპუტატად არჩევის შემთხვევაში დახმარებას დაჰპირდა.