„თავისუფალი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია მოსახლეობის გამოკითხვას ჩაატარებს

„თავისუფალი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია მოსახლეობის გამოკითხვას ჩაატარებს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია თბილისის მასშტაბით  მოსახლეობის გამოკითხვას ჩაატარებს. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლადო ბულბულაშვილის ინფორმაციით,  პირისპირ ინტერვიუს პრინციპით,  700 რესპოდენტი გამოიკითხება. გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია კი მომავალ კვირაში გაიმართება.

 მისი თქმით, პროცესის მიზანია წინასაარჩევნოდ საზოგადოების პოლიტიკური განწყობების გამოკვლევა.

 „აღსანიშნავია, რომ „თავისუფალმა საქართველომ“ ერთობლივი სოციოლოგიური კვლევის ჩატარების ინიციატივით პოლიტიკურ პარტიებს ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში მიმართა, თუმცა ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი არცერთ პარტიას არ გამოუთქვამს“, - აღნიშნავენ პარტიაში.

 გამოკითხვის პროცესს მონიტორინგს გაუწევს საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი (თავმჯდომარე კახა კახიშვილი).

 პარტია სამოქალაქო საზოგადოებას იწვევს მონიტორინგის პროცესში ჩასართავად კვლევის ნებისმიერ ეტაპზე.