საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციის შემდეგ კი, ნატო-ს გენერალური მდივანი სასტუმრო „რედიონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარე ამბასადორიალზე სიტყვით გამოვა.
ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში სომხეთიდან ჩამოფრინდა.