ვერა ქობალია „ყაზტრანსგაზის

ვერა ქობალია „ყაზტრანსგაზის" შესაძლო გაყიდვის შესახებ კომეტარს აკეთებს

ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ „ყაზტრანსგაზის" შესაძლო გაყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა. მან გავცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ყაზტრანსგაზს" რუსი ინვესტორი ყიდულობს, არც უარყო და არც დაადასტურა.

„რაც შეეხება "ყაზტრანსგაზის" ინვესტიციებს ქვეყანაში, საქართველოსა და ყაზახეთის სახელმწიფოების მხრიდან არსებობს საერთო კომისია, რომელიც მუშაობს ყველა საკითხზე, რათა უფრო გამართულად მუშაობდეს ეს პროგრამები როგორც თბილისში, ასევე სხვა მიმართულებით", - განაცხადა ქობალიამ.


შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, "ყაზტრანსგაზის" 100%-იანი წილის გასხვისებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რუს ინვესტორთან მიმდინარეობს.