"გამყალბებელთა"ფოტო სურათებიანი სტიკერები აფხიკეს. გუშინ „თავისუფლების მოედნის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან სასტუმრო „ქორთიართ მერიოტამდე“ ასფალტზე სტიკერები იყო დაკრული, სადაც რამდენიმე ადამიანის ფოტო სურათი იყო გამოსახული.
სტიკერებზე ეწერა – „გასაყალბებელი კიდევ ბევრია“ და გამოსახული იყო: ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა კაციტაძე, მიხეილ მაჭავარიანი, ზურაბ ხარატიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, გივი თარგამაძე და გოკა გაბაშვილი. ამი ფოტოების გასწვრივ კი ეწერა: „ჩვენ გავაყალბებთ!“
სტიკერები ასფალტზე საკმაოდ კარგად იყო დაკრული და მოსახლეობა ფეხით დადიოდა. დღეს კი სტიკერები ძლივს აფხიკეს.