კახა კუკავას საარჩევნო ბლოკი ტყიბულის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის, თემურ ბაბუხადიას მოხსნას გეგმავს.
From.ge –სთან საუბარში ბლოკ – „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველოს“ წევრმა, დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ტყიბულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ელისო ჩაფიძის სასარგებლოდ ძალიან მალე გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„ქალბატონი ელისო ჩაფიძის კანდიდატურა ოპოზიციის მხრიდან პატივისცემას და დაფასებას იმსახურებს“, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
ბლოკმა – „კახა კუკავა– თავისუფალმა საქართველომ“ 7 საარჩევნო ოლქში კანდიდატურები მოხსნა, მთაწმინდაზე კი საერთოდ კანდიდატურა არ დააყენა.