კალიფორნიის შტატში მცხოვრები, 101 წლის ფლორენს დელტორი სოციალური ქსელი Facebook-ის ყველაზე ხანდაზმული მომხმარებელია. მას კომპანიის შტაბ-ბინაში საზეიმო მიღება მოუწყვეს, რომლის დროსაც ქალბატონმა დეტლორომ კომპანიის ოფისი დაათვალიერა და მის წარმომადგენლებთან ერთად, გენერალურ დირექტორს მარკ ცუკერბერგსაც შეხვდა.
როგორც Facebook-ის 101 წლის მომხმარებლის გვერდიდან ვიგებთ მან 1932 წელს, ლოს ანჟელესის კოლეჯი დაამთავრა. ამჟამად ფლორენსი ქალაქ მენლო-პარკში, კალიფორნიაში ცხოვრობს, ამავე ქალაქში მდებარეობს Facebook-ის შტაბ-ბინა. ქალბატონი დეტლორო Facebook-ის 3 წლის წინ, 2009 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა.
მიუხდავად იმისა, რომ Facebook-ი უფრო ახალგაზრდებისთვის გათვლილ ქსელად მიიჩნევა, მას 55 წლის ასაკის 955 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება.
101 წლის დეტლოროს კონკურენტები გამოუჩნდნენ, მას ტიტულს ეცილება 108 წლის ლილი სტაგნელი, რომელიც ირწმუნება, რომ Facebook-ზე მასზე ადრე დარეგისტრირდა. როგორც ქალბატონი აცხადებს, პენსიონერთანთვის განკუთვნილი სპეციალური კომპიუტერული კურსების გავლის შემდეგ ის Twitter-ზე დარეგისტრირებასაც აპირებს.
Twitter-ის ყველაზე ასაკოვანი მომხმარებელი 2009 წელს გამვლინდა. ის 104 წლის იყო, თუმცა ერთ წელიწადში დაიღუპა.