ერგნეთში სამმხრივი შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში სამმხრივი შეხვედრა გაიმართება

2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაკარგულთა საკითხის განხილვის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, დღეს ერგნეთში, სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

 

ამის შესახებ სააგენტო ,,რესი“ იუწყება. სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში, ხოხ გაგლოითიმ განაცხადა.

 მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა საერთაშორისო კომიტეტის წითელი ჯვრის ეგიდით იმართება, რომლის ფარგლებშიც ერგნეთში საქართველოს, რუსეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები შეხვდებიან.