შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ბილდტმა გრიგოლ ვაშაძესთან და პოლონელ კოლეგა რადოსლავ სიკორსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილი მასშტაბური სამხედრო წვრთნა „კავკასია 2012 დამატებითი წუხილის საგანი “ არ უნდა გახდეს.
მისივე თქმით, ეს წვრთნები შეიძლება იყოს დაგეგმილი კონკრეტული გრაფიკით და სწორედ აქედან გამომდინარე, არ უნდა იყოს დამატებითი წუხილის საგანი.
პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, რადოსლავ სიკორსკის თქმით კი, სტაბილურობის განმტკიცებას ყველამ უნდა შეუწყოს ხელი.
კარლ ბილდტი და რადოსლავ სიკორსკი სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე ამბასადორიალში მონაწილეობენ.