მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგა“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ორგანული კანონის 26-ე პრიმა მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტად სცნო. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნათქვამია, რომ ააიპ „მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგა" მისი საქმიანობიდან, ასევე საჯაროდ გაცხადებული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტად იქნა ცნობილი და მასზე ორგანული კანონით დადგენილი შეზღუდვები გავრცელდა.
აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტიების და 261 მუხლით განსაზღვრული პირების ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე ახორციელებს მონიტორინგს.
აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში, ააიპ „მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგა" მისი საქმიანობიდან, ასევე საჯაროდ გაცხადებულიმიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 261მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტად იქნა ცნობილი და მასზე გავრცელდა ორგანული კანონით დადგენილი შეზღუდვები.
ააიპ „მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგის" დამფუძნებელი ყრილობა 2012 წლის 2 აპრილს გაიმართა, ორგანიზაციის დამფუძნებლებმა საჯაროდ მოახდინეს საკუთარი მიზნებისა და ამოცანების დეკლარირება და განაცხადეს, რომ „გაერთიანდნენ სახელისუფლო მონოპოლიისაგან, უსამართლობითა და სიცრუით გამოწვეული უიმედობისაგან გასათავისუფლებლად, ... გაერთიანდნენ, რათა შეაჩერონ ხელისუფლების ბატონობა პიროვნებაზე, დაიცვან საკუთარი ღირსება, თავისუფლება და მომავალი’’. ორგანიზაციის დაფინანსების წყაროდ შემოწირულებები გამოცხადდა.
მოძრაობა ”ამომრჩეველთა ლიგის” აქტივობის ერთ-ერთ მიმართულებად საარჩევნო სიების დაზუსტება განისაზღვრა. 2012 წლის 18 ივნისს "ამომრჩეველთა ლიგამ" "კარდაკარის" ალტერნატიულ პროექტი დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად ორგანიზაცია ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს, თუმცა მისი დაფინანსების წყარო უცნობია.
მიუხედავად ორგანიზაციის მიერ ფორმალურად გაცხადებული მიზნებისა, ორგანიზაციის სახელით საჯაროდ გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური შინაარსისაა და ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად, რაც, თავის მხრივ, ლეგიტიმური მიზანია, თუმცა სცდება საზოგადოების მიერ ფორმალურად გაცხადებულ საქმიანობის მიზანს. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების ეგიდით მიმდინარე აქტივობას, რისთვისაც ორგანიზაცია ფინანსურ რესურსებს იყენებს, თან ახლავს მკაფიოდ პოლიტიკური შინაარის განცხადებები, რაც ქმნის ფონდის მიზნებისა და ამოცანების პირდაპირ მიმართებას პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან და საქმიანობასთან. ამასვე მიუთითებს ფონდის ხელმძღვანელი პოლიტიკურად აქტიური პირების საჯარო გამოსვლები, რომლებიც თავიანთ ქმედებებში ცდილობენ, მოახდინონ საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რაც იწვევს ორგანიზაციის საქმიანობის პოლიტიკური ნიშნით აღქმადობას. აღნიშნულს უფრო მეტად სარწმუნოს ხდის ის ფაქტი, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები და წევრები წლების განმავლობაში პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილე პირები არიან (პარლამენტის ყოფილი წევრები, ყოფილი მინისტრები, პრეზიდენტობის კანდიდატები) და დღესაც თავიანთი საქმიანობით პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკურ და საარჩევნო საქმიანობაში, რისთვისაც სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ ფინანსურ რესურსებს იყენებენ.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის კონტექსტში „საარჩევნო მიზანი" უკავშირდება ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რაც მიმართულია საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისაკენ მისი იმგვარად ფორმირების მიზნით, რომ შეიქმნას პოზიტიური დამოკიდებულება ან ჩამოყალიბდეს ნეგატიური ელექტორალური განწყობა კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ და ამ გზით ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, ააიპ „მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგა" უშუალოდ არ მონაწილეობს არჩევნებში, თუმცა მას გააჩნია საარჩევნო მიზნები. ორგანიზაციის და მისი წევრების დეკლარირებული მიზანი არის რეალური და უკავშირდება არჩევნების შედეგებს, რის განსახორციელებლადაც ხდება შესაბამისი ინტელექტუალური და მატერიალური რესურსის გამოყენება.
ამდენად, ააიპ „მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგა" საჯაროდგაცხადებული მიზნებიდან და ამოცანებიდან, ასევე მისი რეალურად განხორციელებული საქმიანობიდან გამომდინარე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულიკანონის 261 მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტად ჩაითვალა ასეთი სტატუსის თანმდევი სამართლებრივი შედეგებით.
მონიტორინგის ჯეროვნად განხორციელებისა და ორგანიზაციის მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, ააიპ „ამომრჩეველთა ლიგას" ეცნობა, თუ რა ფორმით განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ფინანსური გამჭვირვალობის ფუნქციას. ასევე, გაეგზავნა ინფორმაცია მათი უფლება-მოვალეობების და ფინანსური ანგარიშგების წესების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.