თბილისის ქუჩებში „სტიკერები“ გამოჩნდა, რომელზეც აწერია, რომ „გასაყალბებელი კიდევ ბევრია“. ეს სტიკერები ასფალტზე, საკმაოდ კარგად არის დაკრული და მოსახლეობა ფეხით დადის.
სტიკერებზე გამოსახულია: ხათუნა გოგორიშვილის, მამუკა კაციტაძის, მიხეილ მაჭავარიანის, ზურაბ ხარატიშვილის, პეტრე ცისკარიშვილის, გივი თარგამაძის, გოკა გაბაშვილის ფოტოები. მათი ფოტოების ქვემოთ აწერია: „ჩვენ გავაყალბებთ!“
სტიკერები „თავისუფლების მოედნის“ მეტროდან სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტამდე“ ძირს არის დაკრული.