რამაზ საყვარელიძე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური რიტორიკა ყოველდღიურად უფრო და უფრო მაღალი რანგის ხდება

რამაზ საყვარელიძე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური რიტორიკა ყოველდღიურად უფრო და უფრო მაღალი რანგის ხდება

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის რაჭაში გამართულ აქციებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ კოალიცის ლიდერი  ახერხებს ყველა რაიონს თავის ენაზე, თავის პრობლემებზე და თავისი თემატიკით ელაპარაკოს.

„ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა ძალიან საინტერესო გახლდათ იმ მხრივ, რომ ეს ადამიანი ახერხებს ყველა რაიონს თავის ენაზე, თავის პრობლემებზე და თავისი თემატიკით ელაპარაკოს. ყველა შეხვედრისთვის კარგად არის მომზადებული.

მისი პოლიტიკური რიტორიკაც ყოველდღიურად უფროდაუფრო მაღალი რანგისა ხდება. რა თქმა უნდა, აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობაც უნდა გავითვალსიწინოთ, საკმაოდ შთამბეჭდავი იყო ამ რეგიონის გათვალისწინებით და ნათლად გამოჩნდა, რომ რაჭის მაცხოვრებლები დიდ ინტერესს ამჟღავნებენ „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის მიმართ“,-აცხადებს საყვარელძე.