"ეკრანის დედოფალი“- სწორედ ასეთი წოდება მიანიჭა ოსკაროსან მსახიობს, პენელოპა კრუზს გამოცემამ -W Magazine. ჟურნალის სექტემბრის ნომრის გარეკანზეც, რა თქმა უნდა, პენელოპა დაიბეჭდა.
შავ-თეთრი ფოტოები, მოდის ცნობილმა ფოტოგრაფმა მარკუს პიგოტმა გადაიღო.
პენელოპამ ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში სამსახიობო კარიერის დასაწყისაა და მის მიერ შესრულებულ როლებზე ისაუბრა.
არნიშნა, რომ კომედიაში თამაში უფრო რთულია ვიდრე დრამაში: „მე არ ვთამაშობ კომედიას როგორც კომედიას. ეს საკუთარი თავისთვის დაგებული მახე იქნებოდა. მე უბრალოდ, ვფიქრობ, პერსონაჟებზე და მათ სიტუაციებზე. შემდგომ ყველაფერი თავისით მიდის. ნაკლებან ღელავ და არ ფიქრობ, რა უნდა გამოგივიდეს სასაცილო და რა არაა. რეალურად კომედიაში თამაში, უფრო რთულია ვიდრე დრამა“-ამბობს მსახიობი.