არასამთავრობო ორგანიზაციამ „ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსათვის“ საარჩევნო სიები გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მნიშნელოვანი ნაწილი საქართველოში არსებულ საარჩევნო უბნებზე არიან მიწერილი. ქალაქებში ათენსა და სალონიკში მცხოვრებმა ქართველებამ განცხადებების შეგროვება დაიწყეს. „ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსათვის“ განცხადებით, „ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის“ მიერ 1 აგვისტოს გამოქვეყნებულ საარჩევნო სიებში საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების რაოდენობა რეალობას არ შეესაბამება.
ემიგრანტები ხელისუფლებას სპეციალურ სიაში დარეგისტრირებას სთხოვენ. საბერძნეთსა და ათენში შეგროვებული ეს განაცხადები „ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას“ და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2012 წლის 10 სექტემბრამდე გადაეგზავნება.