ონის რაიონში კოალიცია „ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი აქციის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩაზე, ეკლესიის ტერიტორიაზე, შეკრებილ „ქართული ოცნების" მხარდამჭერებთან „ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე აქტივისტი ქალი მივიდა, რომლებიც სკანდირებდნენ - „გაუმარჯოს „ნაციონალურ მოძრაობას", „გაუმარჯოს მიხეილ სააკაშვილს".
როგორც ისინი აცხადებენ, ონის რაიონის მოსახლეობის 90% სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია.
„მოქალაქეების უმეტესობა კი, დღევანდელ აქციაზე „ბიძინა ივანიშვილის ფულის გამო მივიდა”,- აცხადებენ ისინი.
აღნიშნულ განცხადებებს, „ქართული ოცნების" გაღიზიანება მოჰყვა და მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი აცხადებენ, რომ მხარდამჭერი ქალები გამგეობის თანამშრომლები არიან.