პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ხვალ დაახლოებით 12:00 საათისთვის დატოვებენ.
შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, პატიმართა სია, რომლებზეც კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა, პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა.
„პრეზიდენტი შეწყალების აქტზე ხელს დღეს მოაწერს. დღეს 12:00 საათისთვის მას ჯერ არ ჰქონდა ხელი მოწერილი“ - განაცხადა ელენე თევდორაძემ.
შეწყალების სახელმწიფო კომისიის სხდომა 23 აგვისტოს გაიმართა. კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 100-ზე მეტ პატიმარზე გასცა. მათ შორის, 14 ქალი და ერთი არასრულწლოვანია.