Euronews-ი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ნათლად ჩანს, როგორ აგდებენ ერთ-ერთი შენობის სახურავიდან აჯანყებულებები ასადის ჯარისკაცებს და შემდეგ ქოლავენ. სააგენტო აცხადებს, რომ სირიაში სისასტიკეს საზღვარი აღარ აქვს.
სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში არა მარტო სამოქალქო, არამედ საინფორმაციო ომიც მიმდინარეობს. ვერაფრით ვერ მტკიცდება გავრცელებული ინფორმაციების სიმართლე, ამ შემთხვევაშიც სააგენტო თავს ვერ დებს გავრცელებული კადრების სიმართლეზე.
ერთმანეთის საწინააღმდეგოა ალეპოში მიმდინარე მოვლენების შესახებ გავრცელებული ინფორმაციებიც. არაბული ტელევიზიების ინფორმაციით, ქალაქის საკმაოდ დიდ ნაწილს აჯანყებულებია კონტროლებენ, სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით კი, ალეპოში ასადის რაზმებმა მნშვნელოვანი დარტყმა მიაყენეს „სირიის თავისუფალ არმიას“.