კრიშტიანუ რონალდუს საცოლეს რამდენიმე ხნით საქმროს დატოვება და მოსკოვში ჩამოსვლა მოუწევს. გაოპოზციონერებულ ქსენია სობჩაკის მაგივრად, შეიკს გადაცემა „ტოპ-მოდელი რუსულად“ წაყვანა მოუწევს.
„მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე ცნობილ სახესთან მიდიოდა. მათ შორის ნატალია ვოდიანოვასა და ანა ვიალიცინასთან. თუმცა, ირინა შეიკი ყველა პირობაზე დათანხმდა. ამჯერად ნიუანსები ზუსტდება“,-აცხადებს Life Showbiz.
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტოპმოდელის და სექსუალური მოდელის ტიტულის მფლობელი ირინა შეიკი თავს სცდის იმ ამპლუაში, სადაც მას აქამდე შეხება არ ჰქონია. ვნახოთ, აჯობებს თუ არა შეიკი სობჩაკს, რომელმაც ზედიზედ სამჯერ საუკეთესო რეალითი შოუს წამყვანის პრიზი მოიპოვა.