ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, ნაციონალური მოძრაობის სახელგატეხილი ადამიანების საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. აღნიშნული შეფასება ცაგარეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" სპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის კომენტართან დაკავშირებით გააკეთა.
თაქთაქიშვილის თქმით, პოლიტიკური თანამდებობის პირებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება აქვთ.
„არამგონია, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური პირები სადმე გამოსაჩენი იყვნენ. არამგონია, რომ საღად მოაზროვნე ადამიანს მიშა მაჭავარიანის, ხათუნა გოგორიშვილის, ნუგზარ წიკლაურის, პავლე კუბლაშვილის, დავით დარჩიაშვილის დანახვაზე დადებითი ემიცია ჰქონდეთ. შეურაცყოფას ნამდვილად არავის ვაყენებ, მაგრამ საზოგადოებაში მათ დადებითი იმიჯი არა აქვთ“, - აღნიშნა from.ge-სთან საუბარში ცაგარეიშვილმა.
მანვე მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილსა და გია ბარამიძეს მოუწოდა თავის ოლქებში აქტიურად იმუშაონ და ხალხის განწყობა სათანადოდ შეფასონ.