პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფატი ხალვაში ქობულეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
შეხვდრის დასრულების შემდეგ ხალვაშმა ააღნიშნა, რომ ზღვის სანაპიროსთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას ძირითადად, წყლისა და კანალიზაციის მოუწესრიგებელი მილების პრობლემა აწუხებთ.
მისი თქმით, ტურისტული სეზონის პარალელურად, ქობულეთში მდებარე თბილისის ქუჩაზე გზის პრობლემა უკვე წლებია არსებობს, თუმცა მისი მოგვარება ახელისუფლებას ამ დრომდე არ დაუწყია.
„ეთერ ადეიშვილი ქობულეთში თბილისის ქუჩაზე ცხოვრობს, რომელმაც გამგეობას ცენტრალური გზის მოწესრიგების თხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა, უშედეგოდ“ - განაცხადა ფატი ხალვაშმა.
მოსახლეობამ შეხვედრაზე მან ასევე, იმ 300 ოჯახზეც ისაუბრა, რომლებსაც სესხის გამო, ბანკები საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან გასახლებით ემუქრებიან.
გასულ წელს ქობულეთში 300-ზე მეტმა მოქალაქემ ტურისტების მისაღებად სახლების კეთილმოწყობისთვის ბანკებიდან სესხი გამოიტანა, თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, ტურისტულმა სეზონმა არ გაამართლა და მოსახლეობამ ბანკის ვალის გასტუმრება ვეღარ შეძლო.
ცნობისთვის, რამდენიმე ოჯახს აუქციონზე სახლი უკვე გაუყიდეს.