კოალიცია „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ავთო ბერიძე დღეს კოალიციის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა.
პრესკონფერენციაზე ბერიძემ ჟურნალისტებს იმ კანონდარღვევებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განხორციელდა.
ბერიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ სხდომაზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, გავიდა საკითხი, რომელიც უბნების დამისამართებასა და საზღვრების დადგენა ეხებოდა.
სხდომაზე საზღრებისა და უბნების კომისიის მიერ წარმოდგენილი პრინციპებით დადგენა კი ბერიძის განმარტებით შეუძლებელი იყო, რადგან ამით კანონმდებლობით დადგენილი წესსები ირღვეოდა.
„ამის დასამტკიცებლად ჩვენ საკითხი დეტალურად შევისწავლეთ და მოვემზადეთ სხდომისთვის, მომზადებული გვქონდა არგუმენტებიცა და მტკიცებულებებიც. თუმცა კომისიამ ჩვენი წარმომადგენლების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ გაიზიარა“, - განაცხადა ავთო ბერიძემ.
მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში მისთვის ყველაზე აღმაშფოთებელი ის იყო, რომ კოალიციის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ ერთ მხარეს - უმცირესობაში, დანარჩენები კი მეორე მხარეს.
„ამ გადაწყვიტელების მიღებაში ნაციონალურ მოძრაობას მხარი დაუჭირა ზოგიერთმა ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენელმა. მათ შორის „ქრისტიან დემოკრატებმა“, ედპ-მ და ა.შ. ეს აღმაშფოთებელია“, - დასძინა მან.
კოალიცია „ქართული ოცნება“ ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალ ცესკოში საჩივრის შეტანას და ამ გადაწყვეტილების კანონის დადგენილი წესით გასაჩივრებას აპირებს.