სკანდალური ტელეწამყვანის ქსენია სობჩაკის ადგილს, რუსული რეალითი შოუს „ტოპ-მოდელი რუსულად“-ის მეოთხე სეზონზე კრიშტიანუ რონალდუს რჩეული ქალბატონი, სუპერმოდელი ირინა შეიკი დაიკავებს.
რეალითი შოუს წამყვანის პოზიციაზე ბრძოლაში ირინამ ისეთი მშვენიერი მოდელები დაამარცხა, როგორებიც არიან ნატალია ბოდიანოვა და ანნა ვიალიცინა.
შეგახსენებთ, სობჩაკი რეალითი შოუს ახალი სეზონის წამყვანის პოზიციიდან ივნისის ბოლოს დაითხოვეს და ამის შესახებ, საზოგადოებას მან საკუთარი მიკრობლოგის საშუალებით აცნობა.
ვინ დაიკავებდა მის ადგილს დღემდე უცნობი იყო. სობჩაკს მისი შემცვლელის დანიშვნის შესახებ კომენატრი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. კომენტარს არც შეიკი არ აკეთებს. საინტერესოა, როგორ მოირგებს სუპერმოდელი ახალ ამპლუას ამას მაყურებელი სექტემბრიდან ტელეარხ Муз-ТВ-ის ეთერში შეაფასებს.
ირინამ სამოდელო კარიერა „სუპერმოდელ 2004“-ში გამარჯვების შემდეგ დაიწყო. დღეს, ის მსოფლიოში ერთ-ერთი, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი და მადრიდის „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელის საცოლეა.