კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2012 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული კომპანიების აბონენტების შესახებ შემდეგი ტელეკომპანიების მონაცემები ფიქსირდება: „მეცხრე, არხი“, „მაესტრო“, „კავკასია“.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ 193 642 აბონენტს მიეწოდება. ტელეკომპანია „მაესტრო“კი, 169 140 აბონენტს. რაც შეეხება ტელეკომპანია „კავკასია“ მისი ყურება 160 758 აბონენტისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ტელეკომპანია „ტელეარხი 25“ 154 924 აბონენტს მიეწოდება.
კიმუნიკაციების ეროვნული კომისისი ინფორმაციით, კომისია აგრძელებს მონიტორინგს, პერიოდულად განახლებული მონაცემები მომდევნო დღეებში გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, Must Carry-ის პრინციპი, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს - საკაბელო ოპერატორებს ავალდებულებს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში ყველა ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი განათავსონ, არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან სამ დღეში - 3 აგვისტოს შევიდა ძალაში.