საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „ჯეოლაინმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.
კომპანიას ნუმერაციის რესურსი - 93100-93129, სულ ოცდაათი სააბონენტო ნომერი, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების (დამატებული ღირებულების) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად გამოეყო. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონაა საქართველოს მთელი ტერიტორია.