ქალაქ რამშტაინის ამერიკულ ბაზაზე დაკავებულ მანფრედ.კ-ს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.
როგორც The Times, გერმანულ წყაროზე დაყრდნობიოთ წერს, რუსულმა სპეცსამსახურებმა მას 7 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზეს, რათა მას საიდუმლო ინფორმაცია მოეპოვებინა.
დაკავებული კი, რომელიც სამხედრო ბაზაზე სამოქალქო თანამშრომელი გახლდათ, რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკის სტრატეგიული გეგმის შემცველ ფაილებს, მათი პროგრამების პაროლებს „ქაჩავდა“ და რუსულ მხარეს აძლევდა.
The Times -ის გერმანული წყაროს ინფორმაციით, რუსების ჯაშუში, უკმაყოფილი გახლდათ თავისი სოციალური სტატუსით და შემოსავლით, ჯაშუშობაში გადახდილი თანხა კი მას უპრებლემო სიბერეს შეუქმნიდა.