ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, ნაციონალური მოძრაობის შანსები სერიოზულია.
„ჩვენი შანსები სერიოზულია. მოსახლეობის განწყობაც ცალსახა: დღეს, თბილისი ბევრად უკეთესი ქალაქია, ვიდრე რვა-ათი წლის წინ იყო, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია“, - აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.
სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ საქართველოს ბევრ თანამოქალაქეს ჯერ კიდევ უჭრის და არსებობს უმუშევრობასთან, სიძვირესთან დაკავშირებული პრობლემები, რომელსაც მათთან ერთად მოვაგვარებენ.
მიხეილ მაჭავარიანი დღეს ოფიციალურად დასახელდა სამგორის მაჟორიტარ კანდიდატად.